ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მე თბილისური ფესვები მაქვს, სოლოლაკელი ვარ…“-ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში?

„მე თბილისური ფესვები მაქვს, სოლოლაკელი ვარ…“-ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თბილისში, სოლოლაკში დაიბადა. ის წარმომავლობით სომეხია, მისი ნამდვილი გვარი კი ქალანთაროვია, – ამის შესახებ „ტელეგრაფს“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ვან ბაიბურთმა განუცხადა.

ვან ბაიბურთის განცხადებით, სერგეი ლავროვი სასკოლო ასაკამდე სოლოლაკში, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა. დეპუტატის თქმით, რუსეთის პირველი დიპლომატის ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ბაიბურთი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი საკუთარ წარმომავლობას არ მალავს.

“ვიცი, რომ სერგეი ლავროვის ნამდვილი გვარი ქალანთაროვია. 2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო. მახსოვს, ასეთი პასუხი გასცა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს და აღიარა, რომ სუფთა სისხლის სომეხია. მისმა ოჯახმა თბილისი მანამ დატოვა, ვიდრე ლავროვი სასკოლო ასაკს მიაღწევდა. ის წარმოშობით კარგი ოჯახიდანაა. მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი, მამა კი – ინჟინერი იყო. მის მამას, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (გეპეი) ჰქონდა დამთავრებული“, – განაცხადა ვან ბაიბურთმა.

ავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მიუხედავად სომხური წარმოშობისა, მშობლიური ენა არ იცის. მისი თბილისელი წინაპრებიც რუსულენოვანები ყოფილან.

ავროვი 1950 წელს დაიბადა. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2004 წელს დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ლავროვის ვიზიტს ეწინაღმდეგებიან. ამას ეწინაღმდეგება საქარველოს კანონმდებლობა და კანონი ოკუპაციის შესახებ. „შექმნილ ვითარებაში სერგეი ლავროვის ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აფერხებს ევროსაბჭოს გამართულ მუშაობას. “ლელო საქართველოსთვის” მოითხოვს, რომ დიპლომატიური არხების გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სერგეი ლავროვი არ დაესწროს ევროსაბჭოს სხდომას და მთავრობამ არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, რაც აზარალებს როგორც საქართველოს, ასევე ევროსაბჭოს და საერთაშორისო პარტნიორთა ინტერესებს”, – ნათქვამია “ლელოს” მიერ 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი თვლის, რომ მოცემულ მომენტში საქართველო იძულებულია გვერდი აუაროს ქართ ულ კანონმდებლობას და რუსეთის დელეგაქცია დაშვას ევროსაბჭოს ანსაბლეის სხდომაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...