ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ვერავინ შემაშინებს,ვიდრე მე ცოცხალი ვარ“-ეკა ბესელია

„ ვერავინ შემაშინებს,ვიდრე მე ცოცხალი ვარ“-ეკა ბესელია

„ის, ვინც მასთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია“-განუცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე   ეკა ბესელიამ  ჟურნალისტებს .

„პირველ რიგში, გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ეტყობა, თქვენ მე კარგად არ მიცნობთ, იმიტომ რომ ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე უფრო დაბლა არიან.

მე ეს ყველაფერი შინაგანად უფრო მამყარებს, მაძლიერებს და განმაწყობს იმისთვის, რომ ეს უბედურება (ეს მართლაც უბედურებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მეთოდებს მიმართავს) დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი მორალური ტერორისგან დასაცავად საჭიროა, რომ მე და იმ ადამიანებმა, ვინც იწვნია ეს ყველაფერი, დავეხმაროთ სხვებს და ავარიდოთ მათ მსგავსი რამ ნებისმიერ სიტუაციაში. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოცდაა. ჩემთვის ეს არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის კიდევ უფრო შეუვალს. მე ამას ველოდი, ამისთვის მზად ვიყავი და მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, კიდევ ერთხელ ვეტყვი – არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს, ვიდრე მე ცოცხალი ვარ. ეს იცის ყველამ, ვინც მე გამომცადა იმ რეჟიმის დროს, როდესაც უფრო მძიმე განსაცდელები გავიარე. ვერ შეძლო მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი გაჩერება. ამიტომ ვინც გადაწყვიტა, ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება, უკვე დამარცხებულია. ეს რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ სხვების მიმართ, ამასი მე ძალიან დიდ წვლილს შევიტან“, – განაცხადა ბესელიამ.

.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com