ახალი ამბები
Home / აქცია / „მე დღეს წარმოვადგენ იმ გოგოს, რომელიც გუშინ დას მიჰყავდა სახლში და თვალი ამოთხარეს“

„მე დღეს წარმოვადგენ იმ გოგოს, რომელიც გუშინ დას მიჰყავდა სახლში და თვალი ამოთხარეს“

„არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვადასხვა ძალები შემოუერთდნენ ჩვენს აქციას. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან. ვინაიდან პროვოკაციები სტუდენტების წინააღმდეგ არის დანაშაული, ეს არის საკუთარ სახელმწიფოს და მომავლის წინააღმდეგ გალაშქრება. მინდა ავწიოთ ხელები და ვაჩვენოთ ჩვენი სუფთა ხელები რუსეთს, საქართველოს და ვუთხრათ არა ძალადობას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მე დღეს წარმოვადგენ იმ გოგოს, რომელიც გუშინ დას მიჰყავდა სახლში და თვალი ამოთხარეს, მე წარმოვადგენ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აღარ უნდა არც ბობოხიძე, არც გუბაზ სანიკიძე, არც გახარია, არც ამათი ფსევდო ლიბერალიზმი. მე გუშინ ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ პარლამენტში შესვლისკენ და რევოლუციის მოწყობისკენ, მაგრამ როდესაც ხალხს გახარიას უწყებამ თვალები ამოთხარა, პოლიტიკოსებს ვეღარ ვხედავდი. მე ვეღარ დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წევრი, რომელიც იდგა და აწყობდა, ვინ რომელ სკამზე დაჯდებოდა სამინისტოებსა თუ პარლამენტში. ეს ხალხი არის საქართველოს მტერი და სანამ ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მოქრთამული ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში, ამ ხელისუფლებაში და „მრგვალი მაგიდის“ დროსაც კი ჭამდნენ ქართულ ბიუჯეტს, თქვენს ფულს, თქვენი მშობლების ფულს, მანამდე ჩვენ რუსთაველზე არ წავალთ. მაშინ, როდესაც ისინი დატოვებენ რუსთაველს, დაგვითმობენ, ჩვენ იქ წავალთ და საზოგადოებას ნამდვილ, ქართულ პროტესტს ვაჩვენებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გაცვალეთ რომელიმე დაპატიმრებულ სეპარატისტში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გავისუფლეის გზას სთავაზობს. „გაცვალეთ რომელიმე დაპატ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com