ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მე არც გიჟი ვარ, არც თვითმკვლელი, ოპოზიცია მზადაა უზრუნველყოს, ჩემი 72 საათიანი, თავისუფალი გადაადგილება საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ“… მიხეილ სააკაშვილი

„მე არც გიჟი ვარ, არც თვითმკვლელი, ოპოზიცია მზადაა უზრუნველყოს, ჩემი 72 საათიანი, თავისუფალი გადაადგილება საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ“… მიხეილ სააკაშვილი


„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს.“- ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” გააკეთა. მისი თქმით, თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას.

„იმ  წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

„მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ,

პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com