ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მეფემ დედოფალი ჯერ ცემა, მერე შინაპატიმრობაში აიყვანა-„ყოფილმა მეუღლემ მასზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“

მეფემ დედოფალი ჯერ ცემა, მერე შინაპატიმრობაში აიყვანა-„ყოფილმა მეუღლემ მასზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“

 საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლებს შორის, ანა ბაგრატიონსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის  სასამართლო დავა კვლავ მიმდინარეობს:

ადვოკატი განმარტავს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა.ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს”, – განაცხადა ელისო რუხაძემ.

„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს.

ნა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებას ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით  დაიკითხა.

ასევე, ადვოკატი განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური  ძალადობის შესახებ, კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამართალდამცავებთან -ადვოკატი პასუხობს, რომ ის ამისთვის მზად არ იყო.

„ეს არის კითხვა, რომელზეც ვრცელი პასუხი შეიძლება მქონდეს, თუმცა, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, ვინაიდან კითხვის პასუხია მთლიანად ჩვენება. ძალადობის საქმე სპეციფიკურია, რა დროსაც მსხვერპლი მზად არ არის და არც გარემოებებია, როცა მან უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე, ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის”, – განაცხადა ადვოკატმა.

„ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.

მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურაოში ბავშვთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე”, -განაცხადა რუხაძემ.

აკითხავია,  თუ როგორ განახორციელდა  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობა 2014 წელს საგურამოში,  როცა  მეუღლეები არაოფიციალური ინფორმაციით,  ჯერ კიდევ  2012 წელს დაშორებულები იყვნენ.თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგურამოში ბავშვთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა, სწორედ მაშინ იძალადა მისმა ყოფილმა მეუღლემ მასზე,  ბავშვის თანსასწრებით.

უფრო მეტიც, ამ დროსვე მას ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა,რაც  შესძლებელია საქმეში  ახალი გარემოებად   ჩაითვალოს. და  გამოძიება ამ კუთხითაც წარიმართოს.

 

.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com