ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მეუფემ დამირეკა და მითხრა:თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა“

„მეუფემ დამირეკა და მითხრა:თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა“

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს სთხოვს დახმარებას, რომ მათ დაარწმუნონ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში.

ბევრი წლის წინ, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა დსთ–ში გაერთიანება და მე სხვა თანაპარტიელებთან ერთად პროტესტის ნიშნად გადავდექით, ზუსტად იგივე მოხდა. მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით, ვინმე მეუფემ კი არა, გასაგებია ვინც… დამირეკა და მითხრა რომ არ უნდა გადავმდგარიყავი და თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა.

ძვირფასო ოპოზიცია! მიხვდით რა მოგიყევით?!

ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა და მხოლოდ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან ეს ამბავი…

და თუ მიხვდით კარგად, რაც გითხარით, იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ასეთ თხოვნასთან ღმერთი არაფერ შუაშია და საერთოდ, სადაც ასე იქცევიან სასულიერო პირები, იქ ღმერთი არ არის.

დანარჩენი თქვენ იცით.

ძალა ერთობაშია.”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...