ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მეტროსადგურების რეაბილიტაცია იწყება,რის გამოც 1 ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

მეტროსადგურების რეაბილიტაცია იწყება,რის გამოც 1 ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

 

 

თბილისის მერისგანცხადებით  მეტროსადგურების რეაბილიტაცია იწყება, რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებს 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.დაგეგმილი სამუშაოების გამო, 1 ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.

„ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება 1 ივლისს, 2020 წლის ივლისში კი მთლიანად დამთავრდება ეს სამუშაოები. ამ პროექტის განხორციელების დროს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, იმიტომ, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო 1 ივლისიდან დილის 06:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს და ჩემი თხოვნა სატრანსპორტო კომპანიასთან იქნება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com