ახალი ამბები
Home / მთავარი / „მესიზმრა, თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა მომადგა, ადექი, რა დროს ძილია,რუსები შემოვიდნენ და სადაცაა გორს დაიკავებენო….“-ირაკლი ოქრუაშვილი

„მესიზმრა, თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა მომადგა, ადექი, რა დროს ძილია,რუსები შემოვიდნენ და სადაცაა გორს დაიკავებენო….“-ირაკლი ოქრუაშვილი

 ყოფილი თავდაცვის მინსიტირი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაესიზმრა და რუსების გორში შემოსვლა აუწყა:

„ღამის სამ საათზე გამეღვიძა.

ინსომნია? არა, ეგ დიდი ხანია დავამარცხე. სიზმარმა გამაღვიძა.

მესიზმრა ვითომ კარებზე გაბმული ზარი იყო. ეგრევე წამოვხტი, კარებს ვეცი, ჭუჭრუტანა ჰქვია თუ გლაზოკი იმაში გაუხედავად გავაღე და თვალებს არ დავუჯერე. თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა იდგა. 
ადექი, რა დროს ძილია, რუსები შემოვიდნენ და სადაცაა გორს დაიკავებენო. ხან გარდერობს ვეცი საველე ტანსაცმლისთვის, ხან სეიფს, იარაღის ასაღებად და სულ თავპირისმტვრევით ჩავიარე კიბეები.

ჩამოვედი და რას ვხედავ? მარტოა თავისი მაიბახით ისე, რომ მძღოლიც არ ყავს და საჭესთან თვითონ ზის. რას მიყურებ, ომია, დროზეო დამიყვირა და მეც შევხტი მანქანაში. იმანაც მიადგა გაზს. ვარაზისხევი “პროწივზე” ჩავიარეთ, სანაპიროზე უკვე 200 უჭირავს. ამასობაში თან იარაღს ვაწყობ, თან ტელეფონზე ბიჭებს ვურეკავ. ომარას ვერ ვაღვიძებ, აწრისხეველი ბალა ისეთი მთვრალია ვერაფერს ვაგებინებ, მერეთელი ტიკი უკვე მოუკლავთ წინა ხაზზე, იკოშვილს გამორთული აქვს. ამ დღეში ვარ, მოკლედ. ჩავუარეთ ვაშლიჯვარს და აღმაშენებლის ძეგლთან, რომ დაადგა მუხრუჭს ფეხი და “რუჩნოის”, რომ ამოუწია, პარპრიზი თავით გავტეხე.

რას შვრები გრიგოლიჩ?, ეხლა გაჩერება იქნებოდამეთქი, სიმწრისგან შევუღრინე. 
მომიბრუნდა, პირველი ტურის შემდეგ რა სახითაც ვნახეთ იმ სახით და მეუბნება: ომში სიგარეტი დაგვჭირდება, ფულის წამოღება დამავიწყდა და “მარი მარკეტში” ერთი ბლოკი ვინსტონი ნისიად გამოართვიო.

რომ დავაპირე ხელუკუღმა ავარტყავმეთქი და მაგ დროს გამეღვიძა.

რა გინდა შე ჩემი ცოდვით სავსე? ძილი მაინც მაცალე“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com