ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია-მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს“

„მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია-მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს“

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. მათ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადადგილების შესახებ – დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მართლაც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, – მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...