ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მერაბ კოსტავა:„საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი“

მერაბ კოსტავა:„საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი“

(1939-1989) საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში. ის იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-გ ანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.

 მერაბ კოსტავა 1989 წლის  9 აპრილს  რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე ისტორიულ სიტყვას ამბობს, მერაბ  კოსტავა ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სამშობლოს თავგანწირული გმირების სიმბოლოდ იქცა, მან ზვიად გამასახურდიასთან ერთად  გმირული სული შთაბერა როვნულ მოძრაობას და ბოლომდე მიიყვანა.

„ეგ არის  ყველაზე ისეთი დიდებული  წამი…მთელი ერი არის ერთი სურვილით ანთებული. ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი  ღვთის წინაშე“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...