ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მელია მერობის კანდიდატია, რაც ქართული ოცნების“ უსუსურობაა“-გიორგი გახარია

„მელია მერობის კანდიდატია, რაც ქართული ოცნების“ უსუსურობაა“-გიორგი გახარია

„20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა წესრიგი. სხვათა შორის „ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი და მინდა ,,მივულოცო” ეს „ქართული ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს“, როგორ მოახერხეს, რომ 20 ივნისს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია – ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო მოეხერხებინა”,- პარია „საქართველოსათვის ლიდერი და ექსპრემიერი გიორგო გახარია „ქართული ოცნების“ შეცომემებზე ალაპარაკდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...