ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მედიას მიხედეთ თადუმაძე!“-გიორგი გაჩეჩილაძე

„მედიას მიხედეთ თადუმაძე!“-გიორგი გაჩეჩილაძე

 „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე  გენპროკურორობის კანდიდატს  შალვა თადუმაძეს მიმართავს:

“ბატონო შალვა, თქვენთან თხოვნა მაქვს – მედიას მიხედეთ. ძირითადად მედიაში ადვოკატები გამოდიან, რომელთაც ფული აქვთ აღებული, რომ მკვლელები და დამნაშავეები დაიცვან და პროკურატურა, როგორც სახელმწიფო მხარე, მედიით არ ჩანს. საზოგადოებას ილუზია ექმნება, რომ თითქოს დანაშაულის კატასტროფული ზრდაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს 418 განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტი მოხდა, ძარცვა იყო 638, ხოლო ყაჩაღობა – 398 და არავინ არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში, ისე წიხლქვეშ ჰქონდათ მედია ამოდებული. 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს. ეს არავის არ გაუგია და ჩვენ ერთი ტრაგიკული ფაქტის გამო საგამოძიებო კომისია შევქმენით. ამას მიხედვა უნდა! საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და ამაში პროკურატურის მხარე ჩანდეს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com