ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მეგის ქარდავას წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლია განაჩენი 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა

მეგის ქარდავას წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლია განაჩენი 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა

18:25 / 17-09-2021

პატიმართა წამება, მკვლელობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება - 11 საქმე მეგის ქარდავას წინააღმდეგ და პროკურატურის განცხადება მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­გის ქარ­და­ვას საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნი­დან არა­ერ­თი მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის ძებ­ნი­ლი მე­გის ქარ­და­ვას ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

უწყე­ბა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

„უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მ.ქ.-ს ექ­სტრა­დი­რე­ბის შე­სა­ხებ და იგი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, დღეს, უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში იქნა ეტა­პი­რე­ბუ­ლი.-0:07

მ.ქ.-ს მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 11 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან 5-ზე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ხო­ლოდ 6 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იხი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.ასევე დაგაინტერესებთ

17:12 / 17-09-2021მეგის ქარდავამ თვითმფირნავის დატოვების შემდეგ მიწას აკოცა – პირველი კადრები თბილისის აეროპორტიდან

სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით, მ.ქ. მსჯავ­რდე­ბუ­ლია პა­ტი­მარ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1441-ე მუხ­ლით, და ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, რის­თვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 7 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

დად­გე­ნი­ლია, რომ 2006 წლის 12 იან­ვარს ქ. თბი­ლის­ში, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თით­ქოს­და რუს­თა­ვის N1 ცი­ხე­ზე თავ­დას­ხმის და პა­ტი­მარ­თა გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სამი ახალ­გაზ­რდის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. იმა­ვე დღეს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და პა­ტიმ­რე­ბის გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბის და­მა­ჯე­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, იმ დრო­ის­თვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა მ.ქ.-მ დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­თან ერ­თად, რუს­თა­ვის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, აწა­მეს პა­ტიმ­რე­ბი. პა­ტი­მარ­თა მი­მართ სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბა გაგ­რძელ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მათი მიყ­ვა­ნის შემ­დგო­მაც.

მ.ქ. ასე­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზე, პა­ტი­მარ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1443-ე მუხ­ლით, რის­თვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 3 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 2006 წლის 27 მარტს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა მ.ქ.-მ, დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა, მსჯავ­რდე­ბულ­თა და პა­ტი­მარ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რდე­ბულს ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შე­ლახ­ვით მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გაგ­რძელ­და მათი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო­ში გაყ­ვა­ნის შემ­დგო­მაც. ყვე­ლას და­სა­ნა­ხად პა­ტიმ­რე­ბის უმო­წყა­ლოდ ცე­მამ და მათი ამ ფორ­მით ბად­რა­გი­რე­ბამ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მოშ­ლა, პა­ტი­მარ­თა ბუნ­ტი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მ.ქ.-ს მი­მართ ასე­ვე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე, პა­ტი­მარ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის, წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხ­ლე­ბით, ხოლო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მ.ქ.-მ, სხვა პი­რებ­თან ერ­თად, თით­ქოს­და ჯა­შუ­შო­ბა­ში მხი­ლე­ბულ სამ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს, რო­მელ­თა შო­რის იყო სერ­გო თეთ­რა­ძე, 4-5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ სცემ­და და და­მამ­ცი­რებ­ლად ეპყრო­ბო­და, ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, აყე­ნებ­და ძლი­ერ ფი­ზი­კურ და მო­რა­ლურ ტან­ჯვას. ამას­თან, მ.ქ.-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მის­გან სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით. სერ­გო თეთ­რა­ძე, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვარ­და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და გონს მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

თით­ქოს­და ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით პირ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა მ.ქ.-ს მი­მართ არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, კერ­ძოდ:

სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით, მ.ქ.-ს მსჯავ­რი და­ე­დო ე.წ. კას­რე­ბის საქ­მე­ზე, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხ­ლე­ბით, რის­თვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

2011 წლის 29 მა­ისს და 2 აგ­ვის­ტოს, მ.ქ.-მ რო­მელ­საც იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ორ პირს, რის შემ­დე­გაც მი­იყ­ვა­ნეს ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ გან­მუ­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მი­წურ­ში. ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მ.ქ. მათ ელექტრო­შო­კით დენს არ­ტყამ­და, სხვა პი­რე­ბი კი აყე­ნებ­დნენ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ემუქ­რე­ბოდ­ნენ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით. სა­სურ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი პი­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბა.

გარ­და ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი­სა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მ.ქ.-ს ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სამი პა­ტიმ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წა­მე­ბას, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1441-ე მუხ­ლით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გე­ნი­ლია, რომ 2011 წლის 11 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მ.ქ.-მ და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბი­სა და სხვა პირ­თა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად და­სა­ხე­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მეს სამი პა­ტი­მა­რი, კერ­ძოდ, უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ მათ, აწა­მებ­დნენ ხელ­კე­ტი­სა და ელექტრო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სას ისი­ნი იმ­დე­ნად ხში­რად იყე­ნებ­დნენ ელექტრო­შოკს, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა 2-ჯერ გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან. წა­მე­ბის შე­დე­გად ერთ პა­ტი­მა­რი იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

წა­მე­ბის გზით, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­გან ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას უკავ­შირ­დე­ბა მ.ქ.-ს მი­მართ არ­სე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საქ­მე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1441-ე მუხ­ლით, რომ­ლის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კერ­ძოდ, 2011 წლის მა­ის­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მ.ქ.-მ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბი­სა და სხვა პირ­თა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად და­სა­ხე­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, უმო­წყა­ლოდ სცე­მა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქ­რა ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარს.

კი­დევ ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მ.ქ.-ს მი­მართ, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი პი­რის­გან ძა­ლა­დობ­რი­ვად ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხ­ლით, გა­ნი­ხი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 2012 წლის 29 ივ­ლისს, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მ.ქ.-მ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­თან ერ­თად, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, „ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხის“ და სხვა საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მეს და სცე­მეს უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი პირი. წა­მე­ბი­სა და ცე­მის დროს, მას არა­ერ­თხელ და­ას­ხუ­რეს წი­წა­კის მხუ­თა­ვი აირი და გა­გუდ­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბის მიზ­ნით თავ­ზე ჩა­მო­აც­ვეს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი.

ასე­ვე, კი­დევ ერთი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, მ.ქ.-ს მსჯავ­რი და­ე­დო და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1443-ე მუხ­ლით, ხოლო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 3 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

გა­ნა­ჩე­ნით დად­გე­ნი­ლია, რომ 2009 წლის 24 იან­ვარს, შსს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ­მა მ.ქ.-მ ისარ­გებ­ლა რა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით, და­კა­ვე­ბულ ქალს სცე­მა, და­ამ­ცი­რა და ჩა­ა­ყე­ნა არა­ა­და­მი­ა­ნურ, ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მი­ა­ყე­ნა მას მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მ.ქ.-ს ბრა­ლე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ჯგუ­ფუ­რად და შეკ­ვე­თით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

2012 წლის და­სა­წყის­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მ.ქ.-მ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით შე­უკ­ვე­თა ქა­ლაქ მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი პი­რის მკვლე­ლო­ბა, რაც 2012 წლის 21 მა­ისს სის­რუ­ლე­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი.

ასე­ვე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ხე­ბა მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებ­ში, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 828 000 ლა­რის მით­ვი­სე­ბას და გაფ­ლან­გვას, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მ.ქ.-ს ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს მი­მარ­თა 2017 წლის 10 აპ­რილს, ხოლო და­მა­ტე­ბი­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს მი­ე­წო­დათ იმა­ვე წლის 9 ნო­ემ­ბერს და 9 დე­კემ­ბერს. ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 1 ნო­ემ­ბერს ძებ­ნი­ლი პირი და­კა­ვე­ბულ იქნა უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და მის მი­მართ და­ი­წყო სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი. სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მ.ქ. და­ვობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იგი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას და არ­სე­ბობ­და მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რის­კე­ბი. ამ მიზ­ნით ძებ­ნილ­მა პირ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­მარ­თა ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა არ გა­ი­ზი­ა­რეს ძებ­ნი­ლი პი­რის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი და და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თხოვ­ნა ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. შე­დე­გად, მ.ქ.-ს მი­მართ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აღ­სრულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად.

გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ძებ­ნი­ლი პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია და მისი ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც ძებ­ნილ პირ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­მა­ვალ­შიც მი­ი­ღებს ყვე­ლა ზო­მას, რათა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პირი, მი­უ­ხე­და­ვად მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა, დრო­უ­ლად წარ­დგეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...