ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ივანიშვილო, რა უქენი ჩემ ერს? გულმუცელი დამეწვა ხალხო“… (წირვის შემდეგ მშიერი მრევლი- ნახეთ ვიდეო)

„ივანიშვილო, რა უქენი ჩემ ერს? გულმუცელი დამეწვა ხალხო“… (წირვის შემდეგ მშიერი მრევლი- ნახეთ ვიდეო)

ივანიშვილო რა უქენი ჩემ ერს ? 😥😥😥😥გულმუცელი დამეწვა ხალხო 😭😭😭(წირვის შემდეგ )

Posted by გიორგი ჯახაშვილი on პარასკევი, 28 აგვისტო, 2020

სიონის ტაძარში პურის და სანოვაგის დარიგების ვიდეო ვრცელდება, სადაც ხალხი ლამის ერთმანეთს ხელიდან გლეჯს საჭმელს. აქ არის ოთხი მომენტი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე თეოლოგი ბასილ კობახიძე წერს.

“1. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და მშიერია. განა ეს უცნობი ფაქტია? აქ დასაცინი ან შესაზიზღებელი არაფერია.

2. ხალხი რომ უკიდურესად გაჭირვებულია ამაში მთავარ დამნაშავე პოლიტიკურ კლასთან ერთად, თავისი ბრალი მიუძღვის სამღვდელოების კასტასაც. ამიტომ მრისხანება მათ უნდა მიემართებოდეს და არა მათ მიერ გაღარიბებულ ხალხს.

3. სამღვდელოების კასტამ ვერ მოახერხა სანოვაგის ისეთი ფორმით დარიგება, რომ ადამიანის ღირსება არ შელახულიყო, ამიტომ დასაგმობი ეს კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი.

4. გაჭირვებული ხალხისათვის, ეკლესიაში დარიგებული სანოვაგე არამარტო საკვებია, არამედ ნაკურთხი, წმინდა, საკრალური საჭმელი, რომელსაც სასწაულებრივი და სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითისთვის ასეთ სცენებს ვხედავთ წყალკურთხევაზეც, ნაკურთხი წყლის დარიგებისას. აქ დამნაშევეა სამღვდელო კასტა, რომელმაც რწმენა გაანივთა ქვებში, ხეებში, წყაროებში, კალმახებში, მიწებში, ტყეებში, ოქროებში, ფულებში. ასევე ეკლესია, რომელიც უნდა იყოს მორწმუნეთა ერთობა, სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და ზრუნვა, მამაოებმა გადააქციეს გათითოკაცებული ქრისტიანების ინდივიდუალური ”რელიგიური მოთხოვნილებების” დაკმაყოფილების ბიუროდ. ამიტომ გასაკიცხი აქაც სამღვდელოების კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი”, – წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...