ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი აგვისტოს დღეების-ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები “-მიხეილ სააკაშვილი

„მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი აგვისტოს დღეების-ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები “-მიხეილ სააკაშვილი

„მე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმ აგვისტოს დღეების. მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები, მახსოვს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი თბილისელი.

არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა, იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი. პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი, ვინც იმ დღეებში ასრულებდა თავის სახელმწიფო ფუნქციას და უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია ეკავა.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი, რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი, მანამ სანამ ჩვენ მოვიგეთ დრო და მსოფლიომ გამოიღვიძა და რუსეთმა ვერ განახორციელა მთელი თავისი სტრატეგიული გეგმა, ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი. ვერ დაამხო საქართველოს დემოკრატია და საქართველოს ხელისუფლება. შემდეგ რუსებმა კარგად იმუშავეს გამწარებისგან, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი, მათ ჩააგონეს რომ საქართველო დამარცხდა, მათ ჩააგონეს რომ საქართველო გაიქცა.

თუმცა არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ფინეთის კამპანიის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ჯარი შეჭრილიყო რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ის არ დაეპყრო. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი დაპყრობა მაინც განხორციელდა ჰიბრიდულად, 2012 წელს და ამის შედეგებს ვიმკით დღეს. ამიტომ, ამოცანა მაშინაც და ამოცანა დღესაც რჩება, საქართველოს დაცვა და საქართველოს გათავისუფლება.

ამჯერად, უკვე სამუდამოდ გათავისუფლება ყველანაირი მტრული ძალისგან!

მე განწყობილი ვარ გასამარჯვებლად და ის ხალხი ვინც 2008 წელს ერთ მუშტად იყო შეკრული დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ცოცხალია და არ შეცვლილა და თქვენც განწყობილნი ხართ გასამარჯვებლად!

ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები – ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები! გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, ძმები რომელაშვილების სამშობლო შეუძლებელია იყოს დამარცხებული!

ჩვენი საუკეთესო დღეები და გამარჯვებები, ჯერ კიდევ წინ არის და იქნება მალე!“ – წერს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი აგვისტოს ომზე სოციალურ ქსელში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...