ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  მაღლივიდან წყნეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება-კახა კალაძე

 მაღლივიდან წყნეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება-კახა კალაძე

  ქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  გზებზე საცობების განტვირთვის მიზნით კიდევ ერთი ხიდი აშენდება, ეს გახლავთ მაღლივისა და  წყნეთის დამაკავშირებელი ხიდი:

„მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე, რომლის დაკავშირება მაღლივიდან ბაგების მიმართულებით მოხდება. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და დიდი ალბათობით მომავალი წლიდან დაიწყება ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს პროექტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მათ შორის საცობები

ს განტვირთვის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დღეს უკვე სერიოზული პრობლემაა წყნეთში მოძრავი ავტომობილებისთვის.

ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო გზებზე არსებულ საცობებს, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე ფიქსირდება. “, – განაცხადა კახა კალაძემ.

 მაღლივიდან წყნეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com