ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას-ზაზა სარალიძე

მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას-ზაზა სარალიძე

ბევრი კითხვა დაისვა,რომლებზეც პასუხი ვერ მივიღე- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა.

“ბევრი კითხვა დაისვა, რომელზეც პასუხიც ვერ მივიღე, იქიდან გამომდინარე რომ გენპროკურორთან არასწორი ინფორმაცია მიდის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის პროკურორებიც, რომელთაც კონკრეტული კითხვები დავუსვი, თუმცა მათგანაც ვერ მივიღე პასუხები. დანარჩენ რაღაცებზე შევთანხმდით. ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ, რადგან საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გამოყვანას. მე ბრძოლას მანამდე გავაგრძელებ, ვიდრე ყველა არ დაისჯება. გამომძიებლების მიმართ სამსახურებრივ გადაცდომებზე მოკვლევა დაწყებულია და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ. ის გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს ადვოკატებთან ერთად შეხვდა.

შეგახსენებთ ,2017 წლის 1 დეკემბერს ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ამ წუთებში საპროტესტო აქცია დავით-გარეჯში (ვიდეო)

ამ წუთებში დავით-გარეჯში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს(იხ.ვიდეო) Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com