ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მას [ივანიშვილს] უნდა გავუმზადოთ საბრალდებო სკამი, „ამ ავაზაკის მიზანი არის გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მმართველობა

„მას [ივანიშვილს] უნდა გავუმზადოთ საბრალდებო სკამი, „ამ ავაზაკის მიზანი არის გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მმართველობა

„ამ ავაზაკის მიზანი არის გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მმართველობა, მეორედ შევიდეს მდინარეში, იმავე ტყუილებით და სიცრუით, თავისი ბოროტმოქმედებები კი გადააბრალოს სხვას“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“ ხუთშაბათ საღამოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული იდეის – „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს – შეფასებისას.

„მას [ივანიშვილს] უნდა გავუმზადოთ საბრალდებო სკამი ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი, იმიტომ რომ თვითონ მან შექმნა ეს სიტუაცია. ან უნდა იყოს ის, ან უნდა იყოს საქართველო. ან უნდა იყოს მისი ოჯახი ფუფუნებაში, ან უნდა იყოს ქართველი ხალხი ელემენტარულად ნორმალურ მდგომარეობაში. მან არჩევანი არ დაგვიტოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ის რა გვეტყვის, როგორ მოგვატყუებს, რა ზღაპრებს მოგვიყვება, როგორ მოისაწყლებს თავს, როგორ ატირდება. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი სახე და მისი პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და ამ პროცესის წამალი, დამთავრება და დაგვირგვინება იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ გეტყვით, ჩემი მხარდაჭერა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება ის სიტემა, რომელიც 25 წელია ჩვენ სისხლს გვიშრობს, რომელმაც დაგვიშალა ქვეყანა, ერთიანი, შეკრული საქართველო დაშალა სამ სახელმწიფოდ მინიმუმ“, განაცხადა ნათელაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com