ახალი ამბები
Home / Uncategorized / „მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს-ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან“

„მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს-ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან“

“ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უბრალოდ საჭმელს ითხოვენ ადამიანები, ბავშვები, გესმით ?”

პროფესიით რეჟისორი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას კვლავ დახმარებისკენ მოუწოდებს, აი რას წერს ის :

“მომაქციეთ ყურადღება ერთი წუთით რა

ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე. აი ჩემი ტელეფონი საერთოდ აღარ ჩერდება, უბრალოდ საჭმელს ითხოვენ ადამიანები გესმით?. შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები. მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს. ამ წამს 56 ოჯახია, სადაც ამ დღეებში თუ რამე არ მივუტანეთ, არ ვიცი როგორ იქნებიან. რამდენიმეჯერ ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან. ნაღდ სტატისტიკას ცოტა მერე დაგიწერთ, ჩემი თვალით ნანახს, ეხლა კი ამ ადამიანებზე მომეხმარეთ რა, როგორც შეძლებთ.

ხვალ, 3 აგვისტოს, შუადღის 15:00- დან, საღამოს 21:00-მდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ, ავტოსადგომზე იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს. გამოდგება ნებისმიერი საჭმელი, ოღონდ მალე არ ფუჭდებოდეს და მგზავრობას გაუძლოს. მაცივარი თითქმის არცერთს არ აქვთ არ დაგეზაროთ მოსვლა, ვისაც შეგიძლიათ რა და იქნებ რომელიმე საკვები პროდუქტების კომპანიები და მარკეტებიც მოგვეხმაროთ, ერთი ყუთი მაკარონით ბიზნესი არ დაგეღუპებათ, ადამიანებისთვის კი ყველა ლუკმა მნიშვნელოვანია. გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საკმარისი მოგროვდეს, დარიგებით ჩვენ დავარიგებთ და ამაშიც ვინმეს თუ გეცლებათ და მოგვეხმარებით, კარგი იქნება ️ ტანსაცმელს ნუ მოიტანთ, ადგილი არ გვექნება და მომავალ კვირას შევაგროვებთ ცალკე.

მოსვლას ვინც ვერ შეძლებთ, ჩარიცხვაც შეგიძლიათ, მაგითაც პროდუქტს ვიყიდით. აბა ჩვენ ვიცით

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი – GE35BG0000000144817300, აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი – GE90TB7603845061100016, აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili. #სიკეთეგადამდებია”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com