ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა ზაფხულში იგეგმება

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა ზაფხულში იგეგმება

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განუცხადა, რომ მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა ზაფხულში იგეგმება.ოგორც მან აღნიშნა, პრაქტიკული გამოცდების ქალაქის პირობებში გადმოტანის გაჭიანურება ობიექტურმა ფაქტორებმა გამოიწვია. ჯავახაძის ინფორმაციით, შსს ინფრასტრუქტურულად მზადაა, რომ გამოცდები ქალაქის პირობებში ჩაბარდეს.„ყველაფერი ფაქტობრივად თითქმის ბოლოშია გასული. ამას დასჭირდება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გატანაც ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოვასწროთ. სხვა მხრივ, ინფრასტრუქტურულად ფაქტობრივად მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე მოხდა დაგვიანება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აქვე დასძინა, რომ პრაქტიკული გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარებისთვის რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...