ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მარაზმია, როცა მკვლელები დაუსჯელები არიან“-თავისუფლება ზაზა სარალიძეს

„მარაზმია, როცა მკვლელები დაუსჯელები არიან“-თავისუფლება ზაზა სარალიძეს

  სოციალურ ქსელში ზზაზა სარალიძის მხარდასაჭერი  პოსტები ვრცელდება:გიორგი ბაბუხადია –

„ზაზა სარალიძე თითქმის ორი თვეა ქუჩაში, ქარში, სიცივეში, უამინდობაში უკარვოდ ზის და სამართალს ითხოვს. ზოგჯერ ლამის ბეტონზეც კი ეძინა. 11 თვეა ერთადერთი მოთხოვნა აქვს, დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები, მაგრამ არავინ ისჯება. უსამართლობაში ახრჩობენ, არ უსმენენ, ირონიულად სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.. და უარესი,შავ პიარს უწყობენ, მისი შვილის სულით ვაჭრობაში ადანაშაულებენ… ყველამ, ვინც ზაზას მორალს უკითხავს ეხლა და ჭკუას ასწავლის, თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე? რას გააკეთებდით? როგორ შეეგუებოდით ამხელა უსამართლობას? წვიმაშიც არ აშლევინებენ კარავს და ართმევენ. ვეღარ მოითმინა, ვეღარ გაუძლო, რადგან კიდევ ძალიან ბევრი აიტანა, ბევრი უსამართლობა და სახეში შეფურთხება.. ზაზა წავა სახლში, როცა მისი შვილის მკვლელებს დასჯიან!მარაზმია  სხვა ყველაფერზე საუბარი,როცა  მკვლელები დაუსჯელები არიან. აღადგინეთ სამართალი! სოლიდარობა ზაზა სარალიძეს! ზაზა, პირველივე დღიდან მხარს გიჭერთ და ბოლომდე მხარს დაგიჭერთ, მანამ, სანამ სამართალი არ იზეიმებს!“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com