ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ხაზარაძის პარტიაში ვანო მერაბიშვილი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მოიაზრება

მამუკა ხაზარაძის პარტიაში ვანო მერაბიშვილი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მოიაზრება

 

 

„ორ დღეში გამოვაცხადებ დაფუძნების თარიღს, საათს და ადგილს. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ უახლოეს ხანში მოხდება. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვქონია. ის პოლიტიკიდან წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანა ნაცვლიშვილის შესახებ კი მამუკა ხაზარაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია.

“ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – წარმატებები ანა ნაცვლიშვილს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც, ის მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში რეალურ ძალას ხედავს.

რაც შეეხება იურისტ და კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს, „რეზონანსთან” აცხადებს, რომ პოლიტკაში მოღვაწეობას არ აპირებს. თუმცა არსებობს სხვა სფერო და საქმიანობა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა შეიცვალოს.

„საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს.

ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, ის არის, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ალბათ, ყველაფერს მომავალი და სიტუაცია აჩვენებს. რაც შეეხება მის გვერდით კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის და მითუმეტეს მერაბიშვილს ვერ მოვიაზრებ და არ მგონია ეს რეალურ ინფორმაცია იყოს. თავად ხაზარაძემ თქვა უკვე, რომ ის აპირებს ახალი სახეების შემოყვანას და ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს”- აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან” ამბობს, რომ ხაზარაძის გუნდში მერაბიშვილი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ტროლების მოგონილი ამბავია. მისი აზრით, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ინფორმაცია, რათა ხაზარაძის ჯერ ჩამოუყალიბებელე მოძრაობას ჩრდილი მიადგეს. მისი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური მომავალი ან ექნება და შეძლებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინოს, ან კიდევ საერთოდ გაქრება.

მისი აზრით, ხაზარაძის პოლიტიკური მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული თავად მას რამდენად გააზრებული აქვს ის რისკები და წინაღობები, რომელიც მას ხელისუფლებისგან შეხვდება.

„ძალიან რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, რა როლი შეიძლება მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოძრაობამ თუ პარტიამ 2020 წლის არჩევნებისთვის ითამაშოს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად რას აპირებს. თუ ის პოლიტიკაში აქტიურად შემოვა მას ორი ვარაინტი აქვს, ან მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნას, ან კიდევ საერთოდ გაქრება. მასზე სერიოზული თავდასხმა დაიწყება. ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ უფრო გაძლიერდება. ხაზარაძეზეა ახლა დამოკიდებული ის რამდენად არის ამისთვის მზად. როგორ გაუძლებს, ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს.

რაც შეეხება მისი გუნდის წევრებს ვინ იქნებიან, ალბათ მალე გავიგებთ. წინასწარ ამაზე საუბარი რთულია. მითუმეტეს, თითქოს კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და ახლა მერაბიშვილზეა საუბარი. ეს თემა ტროლების შემოგდებული მგონია. ეს არის სპეცსამსახურების მიერ ხელოვნურად შემოტანილი.

 

ხაზარაძე კი აცხადებს, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მას ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან და ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან არ ჰქონია.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ის პოლიტიკაში ახალ სახეებს შემოიყვანს. რა თქმა უნდა, რთულია ახალი სახეებით პოლიტიკის კეთება, მაგრამ სუფთა წარსული მხოლოდ ახალ სახეებს აქვს. ამის მოთხოვნა კი საზოგადოებაში ნამდვილად არის. ამ კუთხით ხაზარაძის გათვლა სწორია”,-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან”.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე” გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით)”.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com