ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თითქოსდა გიორგი გახარიამ მისწერა ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თითქოსდა გიორგი გახარიამ მისწერა ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი

 

ჩვენ მივიღეთ დისკი,ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა,  რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან” შეხვედრისას განაცხადა.

 ადვოკატის განმარტაებით, წერილის შესახებ  რომელზეც  მამუკა ხაზარაძე  აცხადებს, რომ მას  გიორგი გახარიამ  მისწერა, ათეულობით თითის ანაბეჭდია ასახული. ადვოკატი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.

„ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ”, განაცხადა  ზვიად კორძაძემ.

მარიამ მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com