ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ხაზარაძე: „ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა-მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტყუილი განვდევნოთ“

მამუკა ხაზარაძე: „ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა-მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტყუილი განვდევნოთ“

 

„რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com