ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დააკავონ

მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დააკავონ

„ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ, – ასე პასუხობს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რამდენად გამორიცხავს, რომ დააკავონ, რის შესახებ გარკვეული ინფორმაციები ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდება.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აპელირება როგორც მასზე, ისე პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.

„არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, – აღნიშნავს ხაზარაძე.

მისივე შეფასებით, უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.

„დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო“, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com