ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ხაზარაძემ  გენერალურ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა

მამუკა ხაზარაძემ  გენერალურ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 

„წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსეობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ როგორც მოგახსენეთ და შეგპირდებით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფსებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა,“ – განაცხადა პროკურატურაში წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ  მამუკა ხაზარაძის  ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხაზარაძე გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში იმყოფება. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები.

 დღეს თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის,  გიორგი გახარიასგან  მიიღო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...