ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ტუსკაძე: გიორგი ბაჯელიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მამუკა ტუსკაძე: გიორგი ბაჯელიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

დავების საბჭოს წევრი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „არა კორუფციას“ წარმომადგენელ გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ გამოდის.
„ახალ თაობასთან“ საუბრისას მამუკა ტუსკაძე გიორგი ბაჯელიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
_ არასამთავრობო ორგანოზაცია „არა კორუფციას“წარმომადგენელმა გიორგი ბაჯელიძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შესყიდვების უფლება, სასჯელაღსრულების უწყების საკვებით მომარაგებისთვის, გაკვეულ კომპანიას ჩაწყობით გადასცა.-„მე ვარ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი, ზუსტად ვიცი, სად, როგორ, რა ხდება. ამიტომ გიორგი ბაჯელიძეს პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ვადანაშაულებ“ _ განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
_ ბატონო მამუკა, ვის მიმართ გაავრცელა გიორგი ბაჯელიძემ პატივისა და ღირსების შემლახველი, ცრუ ინფორმაცია და რატომ ფიქრობთ, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა?
_ გიორგი ბაჯელიძემ ერთდროულად ორი სახელმწიფო უწყების, როგორც შესყიდვების სააგენტოს, ასევე სასჯელაღსრულების სააგენტოს მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ორივე უწყებას გიორგი ბაჯელიძემ ღირდება შეულახა მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით. რაც მთავარია, გიორგი ბაჯელიძე მუშაობდა საიდუმლო შესყიდვებზე და ისეთს მოაგებინა ტენდერი, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული, რომლის გამოც დააპატიმრეს და ციხეც მოახდევინეს. ახლა გაბოროტებულია და არ იცის, რა გააკეთოს. რადგან `ოცნების~ ხელისუფლებამ დააკავა, სააკაშვილის კლანთან დაიწყო თანამშრომლობა. ახლა გივი თარგამაძის გავლენის ქვეშ არის და მის დავალებებს ასრულებს.
_ გივი თარგამაძის რა დავალებებს ასრულებს?
_ დაიწყო შეტევა შესყიდვების სააგენტოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ.
_ შეტევა რაში გამოიხატება?
_ მან თქვა, რომ თითქოს ტენდერები გაყალბდა.
_ არ გაყალბებულა?
_ არ გაყალბებულა. ეს არის აბსურდი, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია ტენდერების გაყალვბება.
_ რატომ არის შეუძლებელი ტენდერების გაყალბება?
_ გაყალბება შეუძლებელია, რადგან ტენდერი ელექტრონულად ტარდება. ტენდერს სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ატარებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო პირობებს აცხადებს. ტენდერს კი შესყიდვების სააგენტო ატარებს. შესყიდვების სააგენტო პროცესს ელექტრონულად წარმართავს. ტენდერებზე შესყიდვების სააგენტოა პასუხისმგებელი. სასჯელაღსრულების სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ტენდერებზე. სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობითად, რომ ვთქვათ, ამბობს, რომ სჭირდება, ვთქვათ, 100 კგ ხორცი, ყველი და კვერცხი, მაგრამ ტენდერი როგორ გამოცხადდება, როგორ ჩატარდება და რა იქნება, ამის უზრუნველყოფას შესყიდვების სააგენტო ახორციელებს.
ქაღტული ვარიანტი ჩამიგდე

_ანუ თქვენ გამორიცხავთ, შესყიდვების სააგენტოს დაეშვა რაიმე გადაცდომა?
_ დიახ, გამოვრიცხავ, რომ შესყიდვების სააგენტომ რაიმე გადაცდომა დაუშვა. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ იმასაც, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ რაიმე გააყალბა. სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ აკონტროლებს შესყიდვების უფლების მოპოვებაზე ჩატარებულ ტენდერებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელში არ არის ტენდერების ჩატარების კონტროლი.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ჯანელიძე გივი თარგამაძისაგან იმართება და თარგამაძე აძლევს მითითებებს?
_ თარგამაძე ნაცმოძრაობაში თავის დროზე იყო და ახლაც კურატორობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, ძალოვან სტრუქტურებს. ამიტომ თუ სადმე აგენტია ჩანერგილი, დღეს ყველას კოორდინატორი გივი თარგამაძეა. ეს ჩანერგილი აგენტები დღეს ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებში არიან და ნაცმოძრაობაზე მუშაობენ. ისინი ყველა გივი თარგამაძის აგენტერბი არიან.
_ ამ ინფორმაციას, კონკრეტულად, რომელიმე აგენტი შეიძლება აწვდიდეს თუ გამოგონილი ინფორმაციაა?
_ დიახ, გამოგონილი ინფორმაციებია. ბაჯელიძე ამ შემთხვევაში იმიტომ გამოიყვანეს წინა პლანზე ხალხის დასანახად, რომ ის. შესყიდვების სპეციალისტია. ის მუშაობდა შესყიდვების სააგენტოში. ამიტომ და ჩათვალეს, რომ ბაჯელიძის კომენტარი ამ საკითხზე მეტი სარწმუნო იქნებოდა, ვიდრე ვიღაც რიგითი პიროვნების განცხადება.
_ ანუ ბაჯელიძე არის შესყიდვების სპეციალისტი. თუ გქონდათ დავების საბჭოში მასთან გასაუბრება, რის საფუძველზე საუბრობდა ტენდერების გაყალბებაზე?
_ მოვისმინეთ მისი კომენტარი და ამიტომ ვამბობთ, რომ ბაჯელიძე ტენდერების გაყალბებაზე უსაფუძვლოდ საუბრობს. თენდერების ჩატარებას არეგულირებს `კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~. თუ ბაჯელიძეს დავუჯერებთ, გამოდის, კანონი ყოფილა თავისთავად არასწორი. კანონი პარლამენტმა მიიღო და მუშაობს. თუ ბაჯელიძეს რაიმე შესწორების შეტანა უნდა, ამისთვის საჭირო არ არის ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მით უმეტეს, 19 ივლისს `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ კანონში ახალი ცვლილებები და ახალი რეგულაციები შედის.
_ რა ახალი რეგულაციები შედის `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში~?
_ ბიზნესზე და სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული კანონში ცვლილებები შედის ძალაში. მათ შორის, დაშვებულია ფასიანი მომსახურება, შესყიდვების ტექნიკური პირობები იცვლება, სახელმწიფო შესყიდვები კრიზისული სიტუაციების დროს მარტივდება. მოკლედ, კანონმდებლობა უფრო მოქნილი ხდება. სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭო უფრო მეტ ფუნქციებს იძენს.
_ თქვენ აცხადებთ, რომ გიორგი ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მაშინ ამით გიორგი ბაჯელიძემ რა მოიგო?
_ გიორგი ბაჯელიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ორი კურდღელი დაიჭირა. ერთი მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ წამოიწყო მზაკვრული კამპანია, მეორე მხრივ, დარტყმის ობიექტად სასჯელაღსრულების სამინისტრო აარჩია, ყველაზე სუფთა უწყება. ამიტომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ბაჯელიძეს სასამართლოში უჩივის.

გულიკო ბალაძე

გაზეთი „ახალი თაობა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com