ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მამუკა ბახტაძე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილის საკითხს გამოეხმაურა

მამუკა ბახტაძე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილის საკითხს გამოეხმაურა

„სამწუხაროდ საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა, ვცდილობთ რომ გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ეფექტური, რომ მოვახდინოთ პრევენცია მსგავსი შემთხვევების.

 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთევან ციხელაშვილის აპარატი, ისევე როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს.

ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზაცია, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე განაცხადა, რომელიც სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილის საკითხს გამოეხმაურა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com