ახალი ამბები
Home / Uncategorized / მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი

მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი

ვეცდები მოკლედ და კონკრეტულად დავწერო:

როცა ვხედავ სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ქუჩაში, რაიმე წვეულებაზე, არასდროს მიჩნდება სურვილი ასეთ ადამიანს რაიმე ფიზიკური ან მორალური ზიანი მივაყენო და ვფიქრობ რომ ამ გადმოსახედიდან არ ვარ ჰომოფობი.

მაგრამ… აქ არის “ძლიერი მაგრამ” და ეს მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ისინი ეწევიან მათი ორიენტაციის აფიშირებას, პროპაგანდას, იქცევიან “პახაბნურ-გამომწვევად”, ფეხით დგებიან ბიბლიას და ხატებს ლიფში იწყობენ (არის ეს ვიდეო კადრები), უამრავ სიბინძურეს ამბობენ ჩვენს რელიგიაზე და მათ წარმომადგენლებზე, უნდათ რომ მომავალ თაობას ასწავლონ რომ ეს არის ნორმა და ეუბნებიან რომ მათ აქვთ არჩევანი – მე ამის წინააღმდეგ დავდგები და თუ გინდა ბნელი დამიძახე და თუ გინდა ჰომოფობი!

ბავშვებს აქვთ დრეკადი ფსიქიკა, მე ჩემს შვილს არ ვასწავლი რომ “შვილო თუ გინდა ბიჭი შეყვარებული გყავდეს, თუ გინდა გოგონა – ჩემთვის სულ ერთია რომელიც გინდა აირჩიე”, ჩემთვის ეს იგივეა კოკაინი დაუყარო და უთხრა “თუ გინდა გასინჯე” …

გლობაიზაცია ისედაც ჭამს ამ სამყაროს, დიდი ხანია გადასულები არიან იმ დიდ პროექტზე რაც კაცობრიობის პოპულაციის შემცირებას ეხება – მსგავსი გენდერების ქორწინება პირდაპირ კავშირშია ამასთან, რადგან ისინი არ მრავლდებიან.

ზოგადად ყოველთვის ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას, ცემა-ტყეპას და ტაბურეტკების სროლას მაგრამ მორალურად არ ძალადობენ ჩვენზე, მათი “არასამთავრობოები” და ტელე-მედია? მეტი რა პროპაგანდა უნდათ ვერ ვხვდები? მთელი ტელევიზიები და წამყვანი შოუები მათ უთმობენ დროს და მაინც და მაინც შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე გინდათ ჩავლა?

და ბოლოს: “შოუბიზნესელებო” ძალიან ხომ არ შეიცვალეთ პოზიციები იმის შიშით რომ ტელევიზიებში აღარ მიგიწვევენ? ნწ, ნწ, ნწ…

მე ვდგავარ და ვიდგები იქ სადაც საქართველო დგას!!!მამაკას არასდროს ერქმევა ცოლი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...