ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებას სექტემბერში ვაპირებთ!“-თორნიკე მამალაძე

„მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებას სექტემბერში ვაპირებთ!“-თორნიკე მამალაძე

 

ციანიდის საქმეზე  ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის ძმას  სიცოცხლის მოსპობით ერთ-ერთ ეპისკოპოსი დაემუქრა, იმ ინფორმაციის  მოსალოდნელი გაჟღერების გამო, რაც მათ  გააჩნიათ, კერძოდ,  ისინი საპატრიარქოში შექმნილ  არაჯანსაღ სიტუაციაზე აპირებენ საუბარს:

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რომ  რაც ჩემმა ძმამ,  მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი- მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი.

რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია.

ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელმაც დამემუქრა და მითხრა რომ  მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა.

ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას,  იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება.

მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილება სექტემბერი იქნება!“-აცხადებს თორნიკე მამალაძე,

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com