ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით, მათ შორის მცირეწლოვანი  შვილიშვილების მოკვლით ემუქრება

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით, მათ შორის მცირეწლოვანი  შვილიშვილების მოკვლით ემუქრება

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება.

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი იგივე (ვაკჰ ტერლოევი) სისტემატიურად აქვეყნებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, მისი შვილის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფ, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადრეც დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ წინ ტერაქტის მოწყობით და შვილების მოკვლით ემუქრება.

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი „უსაფრთხოების სამსახურის“ წინ ტერაქტის მოწყობით და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქებით, თუმცა შემდეგ აღნიშნული განცხადება საკუთარ მღელვარებას გადააბრალა და ტერაქტის მოწყობის სურვილი უარყო.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება. მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფორსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი  შვილიშვილების მოკვლით ემუქრება.

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერენ სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს პირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მიოჯახს ამოწყვეტენ.

წყარო: ქარული პრესა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com