დღეს სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღევანდელ პროცესზე ცუდად გახდა,რის გამოც შესვენება გამოცხადდა.
მაჩალიკაშვილმა შვილის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.