პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე აცხადებს:
„მძინარე შვილი საწოლში მომიკლეს, ესეც არ იკმარა სუსმა და ტერორიზმში დაადანაშაულეს, ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვოდრე მისი სიკვდილი, მე გარწმუნებთ, რომ ჩემი შვილი არც ტერორიზმში იყო დამნაშავე და არც ეჭვმიტანილი, ეს სუს სჭირდებოდა ასეთი თამაშის გათამაშება,გაითამაშეს და ორმაგი თამაში ითამაშეს, ერთი ტყვიით ორი კურდღელი მოიკლეს, მაგრამ ძალიან ცუდად გაატყავეს, ეს არ შეჩებათ, უნდა დაინგრეს ეს სისტემა.“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.