ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ მალხაზ კობაურმა დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა, სმიტების ავტომოვილთან,ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა“- ადვოკატი დავით გირვლიანი

„ მალხაზ კობაურმა დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა, სმიტების ავტომოვილთან,ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა“- ადვოკატი დავით გირვლიანი

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ორი უცნობი პიროვნება იქ მივიდა შავი ფერის ავტომობილით. მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩია, რადგან ძალიან შორიდან დაინახა. თუმცა, დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა სმიტების ავტომოვილთან, იქიდან გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება. ეს ორი პიროვნება მალე მათ გზაზე წამოეწია. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა“, – განაცხადა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა

 , თუ საიდან ხედავდა მალხაზ კობაური ამ ყველაფერს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

“ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, მაშინ მე ფარდა უნდა ავხადო ყველა დეტალს, რასაც ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის დიდი სურვილიც მაქვს. თავიდან აჟიოტაჟი ატყდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ენაზე ესაუბრებოდა ეს ორი უცხო ადამიანი ბრალდებულს. მან განმარტა, რომ იმ ორმა ადამიანმა ქართული იცოდა. მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს ხელთა არსბული ინფორმაციით, ეს ქმედება საკმაოდ პროფესიონალი ადამიანების მიერაა შესრულებული. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ იმის დაშვებასაც კი, რომ მათ სპეციალურად დაეტოვებინათ ეს ბიჭი ცოცხალი, რათა თვითონ გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მთელი ქვეყნის წინაშე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური იმ ეტაპზე ხადას ხეობაში მყოფ ყველა ადამიანს შორის ყველაზე უფრო დაჩაგრული და ადვილად ხელში ჩასაგდები იყო, ასევე ყველაზე უფრო დაუცველი ადამიანი, ვისთვისაც მარტივად შესაძლებელი იქნებოდა ხელების შეწმენდა”, – განაცხადა ადვოკატმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com