ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მალხაზ კობაურის ადვოკატი ამერიკაში სმიტების ნათესავებს დაკითხავს

მალხაზ კობაურის ადვოკატი ამერიკაში სმიტების ნათესავებს დაკითხავს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამერიკაში სმიტების ნათესავების გამოკითხავს. უფლებადამცველი ამერიკაში აპრილში ჩავა.

სმიტების ნათესავების მხრიდან დაკითხვაზე თანხმობა უკვე მიღებულია.

„დაცვის მხარე ვითხოვდით, რომ დაზარალებულების გამოკითხვა მომხდარიყო, ამ შემთხვევაში სმიტის ოჯახის წევრები გამოგვეკითხა. ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია დავამყარეთ მათთან და მათი თანხმობის საფუძველზე შევხვდები და გამოვკითხავ. ვფიქრობ, ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას მომაწვდიან”-აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა. სმიტების ოჯახის წევრების დაკითხვის ნება ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულომ მისცა.

” კონსულს შევხვდი, გასაუბრება გავიარე და ამის შემდეგ თანხმობა განაცხადა“, – განაცხადა კობაიძემ.

მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება და განხილვა მარტიდან მათი მონაწილეობით დაიწყება.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com