ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /   მალე წყნეთისკენ N34 „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს-როგორც იქნა გავიგეთ სასიხარულო ამბავი

  მალე წყნეთისკენ N34 „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს-როგორც იქნა გავიგეთ სასიხარულო ამბავი

 

 როგორც იქნა გავიგეთ სასიხარულო ამბავი,  მალე წყნეთისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, „ისუზუს“ მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

როგორც ცნობილია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა უნდა დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი მუშაობს.

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com