ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მძღოლებისათვის ახალი ჯარიმები დაწესდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მძღოლებისათვის ახალი ჯარიმები დაწესდება

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს“ რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ წარუდგინეს.კერძოდ, 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ

ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გახარიას მიერ შემღებულ წესებს არ უნდა დაემორჩილოს მოსახლეობა– ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com