https://www.facebook.com/tvpirveli/videos/147976743631631
„მათხოვარი ივანიშვილის ფულს არავინ არ ითვლის, რომელსაც ლობიოს ჭამისგან თავ-ღრანჭი ჰქონდა ამომწვარი…“- განაცხადა შალვა ნათელაშვილი გადაცემა „რეაქციაში.“
როგორც ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი აცხადებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ქონების გამნიავებელია და ხალხის ფული მოიპარა.
„მან წაიღო ჩემი ფული, ბავშვების ფული, რომლებიც შიმშილით იხოცებიან, მაგან წაიღო, ჩვენი ქვეყნის განვითარების ფული და 3 თეთრიანი ელექდროენერგიის ფული, რომელიც 35 თეთრი გახდა. საყდრისის აფეთქების შედეგად 5 მილიარდი დოლარი ოქროს საბადო ჩაიგდო ხელში, უხეში გათვლებით, მან წაიღო და გაყიდა ობშერებში ყველაფერი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც შეიძლება გაყიდულიყო და ჩვენი ბიუჯეტი შევსებულიყო,მან გააჩერა წარმოება, ბიზნესი, და დააპაუზა ქვეყანა საკმაოდ დიდი ხნით.
ის მილიარდები, რომელიც მიითვისა და რომლითაც აფინასებდა კუშნერს და დრამპის საარჩევნო კამპანიას, განტოტვილია და არა ის, რაზეაც დღეს ვსაუბრობთ, ელიტა -ბურჯი და საცურაო აუზი . შეერთებულია არნოს კაპიტალთან ვისიცაა კარფური, შეერთებულია პინტოს კაპიტალთან,
ეს ბიძინა ივანიშვილის ფული არაა, ეს არის იმ ბავშვების ფული, რომლებიც შიმშილით იხოცებიან და იმ პენსიონერების ფული, იმ ავადმყოფების ფული, რომლებსაც წამალი ვერ უყიდია და ასეულ ათასობით სტუდენტების ფული, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდა, იმ ემიგრანტების ფული, რომლებიც წავიდნენ,დღედადაღამ მუშაობენ ბრუკლინში, მილანში, პარიზში, მარსელში,რომ გამოაგზავნონ აქ და ამათმა გარემოცვამ ჯიპები იყიდონ და კაბინეტები გაარემონტონ, და ბრაზილიური ძროხის ტყავიდან ხელით გაკეთებული ავეჯი შემოიტანონ.
1 თეთრიანი წყალი და ნაგვის გატანა მამის სისხლად გვიქციეს.ივანიშვილმა მოპარული ფული 25 მილიარდი თავის სახელზე კი არ დააბანდა, არამედ გააერთიანა პინტოს,არნოს, პატრიშევის. აბრამოვის, ლებედევის და სხვადა ფულთან… მსოფლიო მილიარდელებთან ერთად ათეთრებენ, აშავებენ და ერთად ატრიალებენ ობშერებში…განსხვავებიდ ბიძინასგან, ისინი გადასახადებს იხდიან და 10% ქველმოქმედებაში ხარჯავენ და მიუსაფარ ადამიანებს ეხმარებიან.“.
