ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მადლობა და ბოდიში პოლიციელებს თმენისათვის“-გიორგი გახარია

„მადლობა და ბოდიში პოლიციელებს თმენისათვის“-გიორგი გახარია

 შს მინისტრი გიორგი გახარია  დღეს ოპოზიციის მიერ  აქციაზე შექმნილ  მდგომარეობას გამოეხმაურა და  პოლიციელებს კიდევ უფრო მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„ ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

გიორგი გახარაია პოლიციელებს ბოდიშს და მადლობას უხდის:

დღევანდელ იმ პარალელურ ე.წ. აქციასთან დაკავშირებით მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა  გიორგი გახარიამ განუცხადა

 რაც შეეხება დეპუტატ  ნიკა მელიას ქმედებებს, მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად სტატუსისა ყველა ადამიანის ქმედება იქნება დასჯადი:

„ნიკამორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ  მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე”,- განაცხადა გიორგი  გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com