ახალი ამბები
Home / არჩევნები / „მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“ –  ბიძინა ივანიშვილი

„მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“ –  ბიძინა ივანიშვილი

 

„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს 45%-მა. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, არჩევნებში  სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58 %, გრიგოლ ვაშაძემ კი 42 % მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი  პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება, რომელმაც ეგზიტპოლების პირველადი  შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა:

„ ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.

„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com