ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მაგასთან ვერაფერს ვერ გახდები“- თამთა თოდაძე დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

„მაგასთან ვერაფერს ვერ გახდები“- თამთა თოდაძე დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

 

საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებ.დღეს პოლიციაში თამთა თოდაძე მეორედ გამოიკითხა. ასევე, სამართალდამცველებს ჩვენება მისცა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

თამთა თოდაძემ ერთ საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გოგონამ ჟურნალიტებთან კომენტარიც კი ვერ გააკეთა.ახალ დეტალებზე ისაუბრა “ოცნების” ყოფილი თანაშემწის ადვოკატმა და განაცხადა, რომ სანამ ფაქტი გახმაურდებოდა ჯიშკარიანის მეგობარი დაზარალებულის ოჯახში მივიდა და ჯიშკარიანის სახელით გარიგება შესთავაზა.

“გამომძიებელს ჰქოდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით , რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან მისი თხოვნით, განხორციელდა კომუნიკაცია დაზარალებულის დედასთან და მათ მიერ შეთავაზებული იყო მორიგება რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა. ილია ჯიშკარიანის ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით” – აცხადებს ადვოკატი.

თამთა თოდაძის დედამ  პოლიციის შენობაში შესვლამდე დეტალურად გაიხსენა სავარაუდო ძალადობის დღე. ის ითხოვს, რომ ფაქტი ობიექტურად და დროულად იყოს გამოძიებული.”დასტურდება ფაქტი, კამერები ამოღებულიაო, როგორც მითხრა გამომძიებელმა. პროკურატურა რას ამბობს-მეთქი და თავს იკავებს, რაღაცას ელოდებაო და არ ვიცი რას. კამერებში ჩანს, როგორ გამოდის ჩემი შვილი ოფისიდან”, – განაცხადა ოქროპირიძემ.

 თამთა თოდაძის დედა ყვება, რომ გაჩუმებას ურჩევდნენ, მაინც ვერაფერს გახდებითო.

„მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც, რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ. არის ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ერთი თაობაა. ალბათ, ერთ უბანში არიან გაზრდილები. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ. ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება-მეთქი. 2 შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება-მეთქი და ხელები ამიწევიაო. მითხრა, ახლა წავალ, ვნახავ მას და დილის 11 საათამდე ამოვალ და გნახავო. დილას მართლა ამოვიდა და გარიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი. მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი“,
ბავშვი მოვიდა სახლში, საშინელ მდგომარეობაში, ვერ გავიგე რა ხდებოდა, თვითომ დარეკა პოლიციაში იყო 5 წუთი გასული რომ მოვიდა ჩვენთან. გოგონა წავიდა, რომ წავიდეთ შემთხვევის ადგილზე და დაათვალიერეს. 1 კვირა გავიდა მას შემდეგ და არც დაკავებულია დამნაშავე და არც დაზარალებულად ცნეს თამთა, რადგან არავინ ვარ უნდა გადამიარონ? ” – განაცხადა თოდაძის დედამ.

„ქართული ოცნების” დეპუტატი ლია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურებ, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე”, – განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

 

 

 

“მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც, რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ. არის ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ერთი თაობაა. ალბათ, ერთ უბანში არიან გაზრდილები. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ. ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება-მეთქი. 2 შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება-მეთქი და ხელები ამიწევიაო. მითხრა, ახლა წავალ, ვნახავ მას და დილის 11 საათამდე ამოვალ და გნახავო. დილას მართლა ამოვიდა და გარიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი. მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი“, – განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ ამოღებულია ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოდის თამთა თოდაძე იმ ოფისიდან, სადაც შემთხვევა მოხდა.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com