ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლუკა კურტანიძე: „მივმართავ, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს, ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!!!“-

ლუკა კურტანიძე: „მივმართავ, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს, ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!!!“-

 ლუკა კურტანიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

„2012 წლის 2 ოქტომბერი რომ გათენდა სიცოცხლე სხვაგვარად შევიგრძენი. ის დილა იყო სულ სხვა, ნათელი …. იცით რატომ? იმიტომ, რომ დასრულდა ეპოქა ძალადობის, დასმენის, ღირსების აყრის, ჩარეცხილების, სულიერი და ფიზიკური ტანჯვის, მრავალ წლიანი დაცინვის ეპოქა! ეს ყველაფერი გადავიტანე ცრემლით და ტკივილით ჩემს ერთან ერთად.

სწორედ ასე იყო 2012 წელს! 
გუშინ 2018 წლის 28 ნოემბერს კი იყო პაექრობა წარსულ რადიკალიზმსა „ნაც ბანდა„ და გაფრთხილება მიცემულ , შეცდომა დანახულ, ხელისუფალს შორის„ქართული ოცნება “… ხალხმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და მოგვცა კიდევ ერთი შანსი,  რომ ყველაფერი გამოვასწოროთ …. ერთად! და არა დაქსასულად, ისე,  როგორც ღირსეულ ადამიანებს გააერთიანებს და შეკრავს ერთ მუშტად, ჩვენი სამშობლოსთვის!

პირადად მივმართავ,  ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს, ის დრო რაც ხალხმა მოგვცა დღეს დილიდან უკვე ჩაირთო!!!

მე თქვენმა შეძახილმა დამაბრუნა ამ ბრძოლაში და ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი ვიყავი.

შევხვდი უამრავ ნაწყენ გაბრაზებულ ადამიანს და მივეცი თქვენით გაძლიერებული, ღირსეული სიტყვა რომ 2020 წლისთვის ყველა მტკივნეულ საკითხს გადავჭრით და ვთხოვე, ერთი შანსის მოცემა, რომელიც ბევრი მიზეზის გამო დავკარგეთ.. …მოგვცა ხალხმა ეს ნდობა … ახლა კი ჩვენ, ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ ხალხთან!! თქვენ მარტო არ ხართ ბატონო ბიძინა ჩვენ ძალიან ბევრი ვართ ვინც თქვენთან ერთად სამშობლოსთვის სიცოცხლეს შევწირავთ!!!

უღალატო და სიყვარულით სავსე ხალხი ,ახლა კი საქმის კეთებისთვის, ველოდებით თქვენთან შეხვედრას და როცა ჩათვლით საჭიროდ ჩვენ აქვე ვართ თქვენთან !

ჩვენ გვჭირდება თქვენი შეძახილი, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ლიდერი და მაგალითი!!! ეს გახსოვდეთ ყოველთვის~-აცხადებს ლუკა კურტანიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com