ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლუკა კურტანიძე:„ყველაზე დიდი გამარჯვება და დაუვიწყარი შეხვედრა სწორედ ხათუნასთან შეხვედრაა,რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა მეუღლის წარმატებაში“

ლუკა კურტანიძე:„ყველაზე დიდი გამარჯვება და დაუვიწყარი შეხვედრა სწორედ ხათუნასთან შეხვედრაა,რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა მეუღლის წარმატებაში“

მაკედონიაში გამართულ ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუკა კურტანიძემ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელი ნიკოლაი დიმიტროვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.

ახლა უკვე გამარჯვებული თავად მიდის უნგრეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, თან მარტო არ მიდის, სპორტსმენებთან მისი თილისმა, მეუღლე ხათუნა მიქაცაძე მიჰყავს, რომელიც ქართველი მოჭიდავე ბიჭების კეთილი ფერია და გუშემატკივარია.

-გვინდა თუნდაც ემოციური წვლილი შევიტანოთ ჩვენი ეროვნული ნაკრების გამხნევებაში. ჩვენ მათთან ახლოს ვიქნებით, ვუგულშემატკივრებთ და მჯერა ჩვენი ასეთი გულწრფელობით თითოეულ სპორტსმენს რაღაც ძალას შევმატებთ“.

ლეგენდარული სპორტსმენი მრავლობით რიცხვში საუბრობს, ალბათ ვინც მას იცნობს ადვილად მიხვდება ვის გულისხმობს მუდამ მის გვერდით-დიახ, მეუღლეს. ლუკა ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება და დაუვიწყარი შეხვედრა სწორედ ხათუნასთან შეხვედრაა, რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა მეუღლის წარმატებაში.

-„დღეს თუ მე ვარ სპორტში, წაქცეული წამომდგარი და მობრუნებული, ვარ ეროვნულ ნაკრებთან და ვიბრძვი იმისთვის, რომ ბევრ ახალგაზრდას მივცე მომავალი, ვასწავლო საქართველოს სიყვარული, ეს ყველაფერი სწორედ ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მე ხათუნას როგორც მეგობარს დიდ მადლობას ვეუბნები“.

P.S. ლუკას და ხათუნას ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ერთად გაჰქონდათ ჭაპანი და შვილებსაც მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას უნერგავდნენ. ამ ლამაზი, ნაზი და ჰაეროვანი ქალბატონის შემხედვარს გაოცება და აღტაცება იპყრობს, როცა გაიგებს როგორ ვაჟკაცურად უდგას მეუღლეს გვერდით, არის მრავალშვილიანი დედა და აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვრცლად კიდევ ერთი ისტორია იხ.

www.gmtv.ge/%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a0/

წარმატებები და ულევი ბედნიერება ამ ლამაზ, ქართულ ოჯახს.

წყარო:

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com