ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლუკა კურტანიძეს! „გულითადად გილოცავ! მეამაყები სასახელო ქართველო და ბეჭდაუდებელო ფალავანო!“

ლუკა კურტანიძეს! „გულითადად გილოცავ! მეამაყები სასახელო ქართველო და ბეჭდაუდებელო ფალავანო!“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ლუკა კურტანიძეს! 
გულითადად გილოცავ! მეამაყები სასახელო ქართველო და ბეჭდაუდებელო ფალავანო!

2014 წლის გაზაფხულზე მქონდა ბედნიერება ლუკა კურტანიძე ფედერაციის ხელმძღვანელის რანგში, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებ გუნდთან ერთად ფინეთში, ევროპის შესარჩევ ტურნირზე მეხილა. (სადაც უდაო ფოვორიტად წარსდგა ქართული ნაკრები.) არასოდეს დამავიწყდება ის, რაც მაშინ აქ, ქ. ვანტაას სპორტის სასახლეში, ჩემს თვალწინ ხდებოდა! შეჯიბრების დაწყებამდე, დარბაზში თავი მოიყარეს ევროპული ქვეყნების მწვრთნელებმა და სპორტული ორგანიზაციების თავკაცებმა, ერთმანეთი მოიკითხეს. (მათი აბსოლუტური უმრავლესობა, წარსულში ცნობილი, ტიტულოვანი სპორტსმენი იყო. ) მე ევროპაში მცხოვრები, ყოფილი და დღეს ფინურ სპორტულ სფეროში მოღვაწე ქართველი, ვიყავი ყველაზე ბედნიერი, როცა ქართულ დელეგაციასთან- პირადად ლუკა კურტანიძესთან მოდიოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მწვრთნელები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძრვანელები, მათ მოჰყავდათ თავიანთი სპორტსმენები და აცნობდნენ, წარუდგენდნენ- თავისუფალ ჭიდაობაში ახლო წარსულის ყველაზე ტიტულოვან, ხანგრძლივ ევროპის ჩემპიონს, შეუდარებლად შრომისმოყვარე, ხელხვავიან სპორტსმენსა და თავიანთ ღირსეულ, სახელოვან მეგობარს საქართველოდან – ლუკა კურტანიძეს.! 
ამ ფოტოზე, ლუკას ხელში რომ უჭირავს და წლების შემდეგ ევროპელმა მეგობრებმა სიურპრიზად რომ უსახსოვრეს მისი ევროპის ზედიზედ მეხუთედ ჩემპიონობის წამებია აღბეჭდილი. ძველი მეგობრების შეხვედრისას დარბაზში, არაერთხელ ხმამარლა გაისმოდა ოვაციები; „ საქართველო! ლუკა! ლუკა! „ ეს რომ აღიქვა, თავად უნდა გამოსცადო, ლუკასოდენა ოფლი დაღვარო და მერე საკუთარი თავლით ნახო . . . . თუ ნახავ, აშკარად დარწმუნდები იმაში, რომ შესაძლოა გქონდეს სამშობლო- ტერიტორიებით პატარა, გყავდეს მცირერიცხოვანი თანამემემულეები, მაგრამ თუ ხარ ბრძლოლისთვის მუდამ მზადყოფნაში, ერთგული, პატრიოტი მამულიშვილი, შეძლებ ისეთი რამ გააკეთო, რომ შუაგულ ევროპაში წლების შემდეგაც კი, ტატამზე გაუსვლელად საჭიდაო დარბაზში გაისმოდეს, დიდი ევროპული ქვეყნების წარმომადგენელთა შეძახილები; “გაუმარჯოს – საქართველოს! გაუმარჯოს ლუკა კურტანიძეს! “, 
ლუკასნაირი ნაშრომ- ნაჯაფი, დამსახურების, წარსულის, წარმატებებითა და გამარჯვებებით დახუნძლული სპორტსმენები ციდან არ ცვივა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ენებრგიით, გამოცდილებით, გარესამყაროსთვის ავტორიტეტი, სახელმოხვეჭილი სპორტსმენია. მისი გააქტიურება საქართველოსთვის ნებისმიერ სფეროში, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული! მე უფრო ვისურვებდი, ქართულ სპორტის სამსახურში უნდა ჩადგეს.!
წარმატებები, ჩემო ღვინია – ხარივით საქართველოს ერთგულო მეგობარო!

Eteri Sarre-Kvenetadzeეთერი-სარე-გვენეტაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...