ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლუდი „ზედაზენი“- #შენიცხოვრებისისტორია

ლუდი „ზედაზენი“- #შენიცხოვრებისისტორია

  #შ ე ნ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ი ს ტ ო რ ი ა

დალიე ზედაზენი და გაიხსენე ლუდთან დაკავშირებული ისტორიები

რებრენდინგის შემდეგ ლუდი „ზედაზენი“ ახალ კამპანიას იწყებს სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის – ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა.6 წლის ისტორიის მქონე ლუდის განახლებას ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ დიდი სიფრთხილით მიუდგა, რადგანაც განახლებულ შეფუთვას არ უნდა მოჰყოლოდა აღქმა, რომ შეიცვალა ლუდის გემო.

****რებრენდინგის შედეგად, გათანამედროვდა შეფუთვა, თუმცა არა არსებულის რადიკალურად ცვლილების ხარჯზე. „კვლევები გაჩვენებს, რომ ქართველი ლუდის მომხმარებლის პრეფერანცია ჩვენი ბრენდისადმი სწორედ მისი გემური თვისებებია: ევროპული ტრადიციებით ხარშვის ტექნოლოგია, ზედაზენის წყაროს წყალი – რაც კომპანიის როგორც სიამაყის საგანი, ისე ერთ – ერთი კონკურენტული უპირატესობაა“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

„ზ ე დ ა ზ ე ნ  ი ს“ რებრენდინგზე მუშაობა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე უცხოურ თუ ადგილობრივ სააგენტოში მიმდინარეობდა.

2 0 1 8 წლის აქტიურ სეზონს ლუდი „ზ ე დ ა ზ ე ნ ი“ განახლებული შეფუთვით შეხვდა,

რომლის საბოლოო დიზაინზე კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა იანა პოლევანსკაიამ და სალომე ხუბუნაიამ იმუშავეს. შეიცვალა როგორც ეტიკეტის ვიზუალი, ფორმა და დიზაინი ისე ქილის, შუშის ბოთლისა და პლასტიკატის ბოთლების ფორმები და დიზაინი“, – განმარტავს მიხეილ ქურდაძე. ლუდის რებრენდინგთან ერთად, „ქართული ლუდის კომპანიამ“ განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა „წლების განმავლობაში ლუდი „ზედაზენის“ ირგვლივ ბევრი ისტორია და ემოცია შეგროვდა.

*****

დაგეგმილი კამპანია უნდა ყოფილიყო ავთენტური, სადაც მომხმარებელიც მიიღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ მივიღეთ კამპანია „შენი ცხოვრების ისტორია“, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ კომუნიკაციის მნიშვნელოვან მესიჯად უნდა შენარჩუნდეს“, – განმარტავს მიხეილ ქურდაძე. მიზნის მისაღწევად, მოხდა ქუჩაში გამვლელების გამოკითხვა. კომპანიის წარმომადგენლები გამვლელებს ლუდ „ზედაზენს“ ეტიკეტის გარეშე ასინჯებდნენ და მის დახასიათებას სთხოვდნენ. შემდეგ კი სთხოვდნენ ახლო წარსულიდან ნებისმიერი ისტორია გაეხსენებინათ, რომელიც „ზედაზენის“ გემომ მოაგონა. საბოლოოდ კი გადასაღებად სამი განსხვავებული თაობის და შინაარსის ისტორია შეირჩა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი სერიების გადაღებაც, რომელსაც სს „ქართული ლუდის კომპანია“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლუდთან დაკავშირებული ისტორიებიდან შეარჩევს. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რიგები და წიოკი 48 მაისურის გამო -სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მაისური (ვიდეო)

მშიერმუცელა მონებო!სალომეს ტრიკო დაიხურეთ თავზე! Posted by ნაციონალების ფეისკლუბი on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com