ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია – „ზედაზენია“

ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია – „ზედაზენია“

ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა წინასაახალწლოდ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოპულარობის განსაზღვრა იყო. კითხვარი 10 ძირითად ბიზნესსექტორს მოიცავდა. ესენია: საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, ტელეკომუნიკაციების სექტორი, ნავთობიმპორტიორთა სექტორი, სამშენებლო სექტორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები, სწრაფი კვების რესტორნები, ქართული ლუდის კომპანიები და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 800-მა ადამიანმა მიიღო. ქართული ლუდის კომპანიებიდან გამოკითხვაში ბაზრის სამი ძირითადი მოთამაშე ზედაზენი, კასტელი და ნატახტარი იღებდა მონაწილეობას. ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია – „ზედაზენია“. მომხმარებელთა 31,5% (567 ხმა) სწორედ „ზ ე დ ა ზ ე ნ ს“ ანიჭებს უპირატესობას, მეორე „კასტელი“ 20%-ით, ხოლო მესამე ადგილს „ნატახტარი“ იკავებს ხმათა 15,7%-ით. ხმათა დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე – “აისი”, “ყაზბეგი’, და სხვა. შეგახსენებთ, რომ ს.ს “ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელ ბიზნეს ჯგუფს, საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საკუთრივ “ქართული ლუდის კომპანიაზედაზენი” 2011 წელს დაარსდა და 2012 წლის 2 აპრილს კი საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა.

  • 
    

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com