ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი ლიდერობს

ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი ლიდერობს

 

 

ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი ლიდერობს.

გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ კახა კალაძე კარგად საქმიანობს, 10%-ის აზრით – ძალიან კარგად, ცუდად – 16%, ხოლ ძალიან ცუდად – 7 %.ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნეს.

მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი. მის საქმიანობას გამოკითხულთა 19% კარგად აფასებს, 38% საშუალოდ, ხოლო 21% – ცუდად. 

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად რესპონდენტთა 17% აფასებს, 44% საშუალოდ, 17% – ცუდად.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, კვლევის მიხედვით, მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 14%, 38% – საშუალოდ, ხოლო 25 % –  ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com