ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ლევან ყიფიანმა ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვეღარ მიიღო ვერც ერთი თეთრი, ოქუაშვილი შეპირდა “ბე ემ ვეს” მარკის 3 ავტომანქანას, მაგრამ არ მიუცია“

„ ლევან ყიფიანმა ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვეღარ მიიღო ვერც ერთი თეთრი, ოქუაშვილი შეპირდა “ბე ემ ვეს” მარკის 3 ავტომანქანას, მაგრამ არ მიუცია“

 გუშინდელი დაკითხვის შემდეგ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

ყიფიანი პროკურატურისგან მოითხოვს, რომ ოქუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობისთვის დაიწყოს. კერძოდ, როგორც ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ერთ-ერთ ბიზნესპროექტზე, რომელში მონაწილეობისთვის ლევან ყიფიანს თანხა არ მიუღია. ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, ოქუაშვილის მიერ დაწყებული ამ პროექტით კიდევ ერთი ბიზნესმენი დაზარალდა, რომელმაც “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

“ოქუაშვილმა სთხოვა ლევან ყიფიანს, ჩართულიყო ბიზნესპროექტში. კერძოდ, “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილების ჩინეთში გაყვანასა და გაყიდვაში, რაზეც ლევან ყიფიანმა გარკვეული სამუშაოები გაატარა. სხვა პარტნიორებისგან აიღო გარკვეული ვალდებულებები. ამის შემდეგ, საქმეში ჩართო ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელს და გვარსაც ამ დღეებში გავაჟღერებთ. ლევან ყიფიანმა და ამ ბიზნესმენმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. თურქეთიდან ჩინეთში ჩაიყვანეს 50 “ბე ემ ვეს” მოდელის მანქანა, რომლებიც გაიყიდა. ამ ბიზნესმენმა რაღაც ნაწილი თავის გაწეული სამუშაოსი ვერ მიიღო და როგორც ვიცი, ამაზე სასამართლოში დავობს. ამავე დროს ლევან ყიფიანმა ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვეღარ მიიღო ვერც ერთი თეთრი. ამის შემდეგ მას ოქუაშვილი შეპირდა “ბე ემ ვეს” მარკის 3 ავტომანქან“,ის გადაცემას ამ დავალიანების გასასტუმრებლად, რაზეც ჩანაწერებშიც იყო საუბარი. თუმცა, ეს მანქანები ყიფიანისთვის დღემდე არ გადაუციათ– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com