ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმყოფება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, ბანკიდან 4 მილიონის გატანის ეპიზოდზე აწვდის ინფორმაციას

ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმყოფება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, ბანკიდან 4 მილიონის გატანის ეპიზოდზე აწვდის ინფორმაციას

თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანი ხელმეორედ მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ მედიის კითხვებს დაკითხვის შემდეგ უპასუხებს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას დამატებითი კითხვები აქვს „თიბისი ბანკის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყების მხრიდან გაკეთებულა კომენტარი. გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანმა ჩვენება კვლავ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ეს იმ კითხვებზეა დამოკიდებული, რომელიც გამომძიებლებს ექნებათ. ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია არ აქვს.

სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი იმყოფება. ის გამომძიებლების კითხვებს ამ წუთებში ადვოკატთან ერთად პასუხობს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, ბანკიდან 4 მილიონის გატანის ეპიზოდზე აწვდის ინფორმაციას.

„გამოვალ და გეტყვით ყველაფერს,“ – აღნიშნა ლევან ყიფიანმა საგამოძიებო უწყების შენობაში შესვლამდე.

ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ არ დააკონკრეტა, თუ რა ეპიზოდით არის დაინტერესებული საგამოძიებო უწყება.

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების განმარტებით, სწორედ ლევან ყიფიანი აგვარებდა ბანკთან, ფარცხალაძესა და გახარიასთან თანხის დროულად გაცემის საკითხს და 4 მილიონიც სპორტის ყოფილი მინისტრის მიერ მითითებულ მანქანაში მოათავსეს.

www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew?id=8675453423

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com