ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლევან ყიფიანი: „ზაზა ოქუაშვილს ჩემი მიამიტობით გვერდით დავუდექი, მთელი უბედურებაა ისაა, რომ ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა და ამონტაჟებდა! სარდაფში არ ვიყავი, ფული კი გავიტანე…“(ვიდეო)

ლევან ყიფიანი: „ზაზა ოქუაშვილს ჩემი მიამიტობით გვერდით დავუდექი, მთელი უბედურებაა ისაა, რომ ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა და ამონტაჟებდა! სარდაფში არ ვიყავი, ფული კი გავიტანე…“(ვიდეო)

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, „ომეგა ჯგუფში“ 2015 წლიდან მუშაობდა.

„ისეა წარმოჩენილი, თითქოს ვიყავი მიგზავნილი და არ ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი. რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ხდებოდა ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე გეტყვით, შეიძლება ეს იყოს სასაცილოც კი, რადგან ამ ჩანაწერებში ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა.

ზაზა ოქუაშვილი ჩემთან მოვიდა ზაფხულის თვეში, იგი პერიოდულად მიბრუნდებოდა, ხან გავდიოდი კომპანიიდან, ხან გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა და დამიხატა ასეთი სურათი – მისი ბიზნესი საქართველოში წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით. შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარგვედგინა და მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში და ის ფაქტი, რომ მე ვიყავი ყოფილი მინისტრი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი, დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა ვალდებულებების, დავალიანებების გადავადება, პრობლემების მოგვარება საქართველოში“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანის განცხადება

ლევან ყიფიანის განცხადება

Posted by Rustavi 2 on ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com